უჩა ნანუაშვილი სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული
უჩა ნანუაშვილი სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაპირველად მან განაცხადა, რომ გამოკითხვაზე სუსში მივიდოდა, მოგვიანებით კი დაურეკა გამომძიებელს და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა. როგორც თავად უჩა ნანუაშვილი წერს, სუსში მისი დაბარება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს უკავშირდება. შეგახსენებთ, დავით ქაცარავამ ერთ- ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ მას სწორედ უჩა ნანუაშვილმა უთხრა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოკითხავდნენ.
