ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობა და ვიწროპოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი დოკუმენტი
ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობა და ვიწროპოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი დოკუმენტი - ასე აფასებს მმართველი გუნდი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს. შეფასებები კეთდება პატრიცია გრჟებიკის განცხადებაზეც, რომელმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა. მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არასწორი აღქმები გაჩნდა და რეალურად არ უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ექსპერტის განმარტებები მმართველი გუნდის შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.
