საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.
