პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროის ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებიან ქვეყნის წამყვანი კლინიკების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, რომელთა შეფასებითაც მკურნალობა, რომელიც პატრიარქს უტარდება ადეკვატურია. ექიმები დინამიკაში აკვირდებიან უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მდგომარეობას, ცდილობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრების სტაბილურად შენარჩუნებას, რაც ამ დრომდე მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ხერხდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამით, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
