თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის. პროგრამაში კერძო სექტორი ერთვება. მუნიციპალიტეტის მერიასა და “საქართველოს ბიზნეს ასოციაციას” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში.
