ოსკარის გამარჯვებულები
ლოს ანჯელესში ოსკარის 98-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რაიან კუგლერის ფილმმა „ცოდვილნი“, რომელმაც 16 ნომინაციით „ტიტანიკის“ რეკორდი მოხსნა, ოთხი პრიზი მოიპოვა. თუმცა საღამოს ტრიუმფატორი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ აღმოჩნდა. პოლ ტომას ანდერსონის პოლიტიკური თრილერი წლის საუკეთესო ფილმი გახდა და გამარჯვება ექვს კატეგორიაში მოიპოვა. საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობების ნომინაციებში პრიზები მაიკლ ბი ჯორდანს და ჯესი ბაკლის მიანიჭეს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
