10-წლიანი პატიმრობა რომეო მიქაუტაძეს
რომეო მიქაუტაძე დამნაშავეა - ასე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს 10-ი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 6-ს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება კი ჩამოერთვა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება - მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
