პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს რეალურად არსებობს პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს რეალურად არსებობს პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე. დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბლოკიდან გასვლას ყველა მემარჯვენე პარტია ემხრობა, მათ სათავეში კი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დგას.
