გუმისთის ბრძოლებიდან 33 წელი გავიდა
გუმისთის ბრძოლებიდან 33 წელი გავიდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.
