საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ტენდენციურია და არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ტენდენციურია და არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანგარიში ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ოპოზიციის გაცოცხლებას. მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ექსპერტმა შეხვედრაზე დაადასტურა, რომ 2024 წლის აქციები იყო ძალადობრივი, თუმცა მსგავსი უკვე ანგარიშში არაფერი წერია.
