დავით ქაცარავას მიერ გაკეთებული განცხადებიდან იკვეთება, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიას უჩა ნანუაშვილი ადგენდა
დავით ქაცარავას მიერ გაკეთებული განცხადებიდან იკვეთება, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიას უჩა ნანუაშვილი ადგენდა. როგორც ქაცარავამ ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში თქვა, ნანუაშვილმა მას უთხრა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოკითხავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფაქტებით დასტურდება, რომ პროცესი იყო კოორდინირებული.
