ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული ინვენტარი მეპატრონემ თავად დაშალა.
