დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
