თბილისის სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა
თბილისის სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა. MMA-ის ორგანიზაციამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მეორე საბრძოლო ღონისძიება გამართა, სადაც 20 მებრძოლი და 10 დაპირისპირება იყო, მათ შორის ორ წყვილში საერთაშორისო ბრძოლები შედგა. თბილისში UFC-ის ორი ყოფილი მებრძოლიც იმყოფებოდა, რომლებიც ქართველმა სპორტსმენებმა დაამარცხეს. მთავარ ბრძოლაში დავით ლორთქიფანიძემ ბრაზილიელ ალექს ოლივეირას 41 წამში საბმიშენით სძლია. ხოლო ნიკოლოზ აბრამიშვილმა პერუელ ხამეს ლონტოპს სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო და მათი დაპირისპირება საღამოს ბრძოლად დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რკენა 2-ში 8 ქართველი მებრძოლი ირძოდა, რომელთაგანაც 7-მა გამარჯვება მოიპოვა.
