ბელგიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან მოლაპარაკებისკენ ევროკავშრის წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან მოლაპარაკებისკენ ევროკავშრის წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ბარტ დე ვევერის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება აუცილებელია რადგანაც ევროპამ ომის დასრულება ვერც მუქარით და ვერც ეკონომიკური ზეწოლით ვერ შეძლო. ამასთან პრემიერი მიჩნევს, რომ მოლაპარაკების მანდატი ევროპისთვის, მოლაპარაკების მაგიდასთან მოხვედრისთვისაა აუცილებელი.
