NBC-ისთვის მიცემულ აუდიო ინტერვიუში დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანავთბო სანქციების დროებით მოხსნის საკითხსაც გამოეხმაურა
NBC-ისთვის მიცემულ აუდიო ინტერვიუში დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანავთბო სანქციების დროებით მოხსნის საკითხსაც გამოეხმაურა, რომელმაც ევროპის უკმაყოფილება და მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ტრამპის განცხადებით, მას მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს და სანქციები კრიზისის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დასრულდება. NBC-ისთნ საუბრისას ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარეკების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე პუტინთან. „მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“,– აცხადებს შტატების პრეზიდენტი.
