ომის დასრულებას ჯერ არ აპირებს შეერთებული შტატები
ომის დასრულებას ჯერ არ აპირებს შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპის თქმით, ამისთვის არასაკმარისი პირობებია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა NBC-ისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებით არის მზად შეწყვიტოს ომი ირანის წინააღმდეგ. როგორც აღნიშნა, შესაძლოა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს თეირანის მიერ ნებისმიერი ბირთვული ამბიციის უარყოფა. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ ომის შესაწყვეტად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ომანი შუამდგომლობის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ტრამპმა მათი შეთავაზებაც უარყო.
