თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს
თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ასევე, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
