მომხმარებლის დაცვის მე-4 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბათუმში გაიმართა
მომხმარებლის დაცვის მე-4 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მოსახლეობას უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განიხილეს, რა მექანიზმები არსებობს უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ პრობლემის წარმოშობისას.
