ტრამპი: ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებისთვის სამხედრო გემებს შეერთებულ შტატებთან ერთად სხვა ქვეყნებიც გაგზავნიან
„ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებისთვის სამხედრო გემებს შეერთებულ შტატებთან ერთად სხვა ქვეყნებიც გაგზავნიან“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლოები განადგურებულია, თუმცა ისლამულ რესპუბლიკას სრუტეში დრონების გაშვებისა და ნაღმების ჩადგების შესაძლებლობა კიდევ აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
