ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
„აქამდე სანაქებო უსაფრთხოების ამერიკული დროშა გახვრეტილია“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო გემებს ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები გაგზავნიან. აბას არაღჩის განცხადებით, სრუტე ღიაა ყველასთვის, გარდა მტრულად განწყობილი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა.
