ირანმა ლეგიტიმურ სამიზნედ უკრაინაც გამოაცხადა
ირანმა ლეგიტიმურ სამიზნედ უკრაინაც გამოაცხადა. ქვეყნის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა „ფაქტობრივად ომში ჩაერთო“. უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, როცა ზელენსკიმ თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების ფონზე, რეგიონის ქვეყნებს ირანული შაჰედი დრონების მოსაგერიებლად უკრაინული დრონები შესთავაზა.
