ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იერიშების 49-ე ტალღა გამოაცხადა და ისრაელის მიმართულებით მასირებული იერიში განახორციელა
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იერიშების 49-ე ტალღა გამოაცხადა და ისრაელის მიმართულებით მასირებული იერიში განახორციელა. რკინის გუმბათი ირანიდან გასროლილ რაკეტებს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდა, თუმცა რამდენიმე რაკეტა მაინც ჩავარდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი. ირანის კუნძულ ხარგზე გუშინდელ თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო შეერთებულმა შტატებმა. პარალელურად გაავრცელა ცნობა, რომ ირანის ახალი სასულიერო ლიდერი დიდი ალბათობით ცოცხალი აღარ არის. ცნობას ABC-ისთან სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
