„იმედი“ 23 წლისაა
„იმედი“ 23 წლისაა. არხმა მაუწყებლობა 2003 წლის 15 მარტს დაიწყო. ქართულ სატელევიზიო სივრცეში, იმ დროისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთადერთი არხი გამოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული „იმედი“, მაყურებელმა პირველივე ეთერიდან შეიყვარა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია ბევრი ადამიანის ისტორიის ნაწილად იქცა. სახელი სიმბოლური აღმოჩნდა, „იმედის“ დარბევა, „იმედის“ დაკარგვა და დაბრუნება. დაარსების დღიდან ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა „იმედის“ ბედი არაერთხელ განსაზღვრა. ყველა კვლევის მიხედვით, „იმედი“ სატელევიზიო რეიტინგის ლიდერია. სატელევიზიო ბადე საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესზე მაქსიმალურად მორგებულია, თითოეული გადაცემა არხის მთავარი პრინციპის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ერთგულია. საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ინტერნეტ პლატფორმებთან ერთად, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სწრაფი სანდო და მრავალფეროვანია. თქვენს ინფორმირებაზე, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე კი სწორედ „ქრონიკა“ ზრუნავს, რომელიც არხთან ერთად დაიბადა და „იმედის“ ასაკისაა.
