ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ
ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ. სამედიცინო კონსულტაციები მათ, სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს. მუნიციპალიტეტის მერის, ვარლამ წიკლაურის განცხადებით, ამ მიმართულებით მოსახლეობის მხარდაჭერა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
