„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნას კავშირი არ აქვს რეალობასთან
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნას კავშირი არ აქვს რეალობასთან. მმართველი გუნდი ყურადღებას ამახვილებს გჟებიკის ვინაობაზე და მის მჭიდრო კავშირებზე პოლონეთის ხელისუფლებასთან, რაც ირკვევა მის შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციით. „ქართული ოცნება“ ვარაუდობს, რომ მკვლევარი ქვეყანაში ფორმალურად გამოგზავნეს, დასკვნის უკან კი არა პროფესორი გჟებიკი, არამედ პოლონეთის მთავრობის უკვე კარგად ნაცნობი წევრები დგანან. პატრიცია გჟებიკი საქართველოში 17-18 თებერვალს იმყოფებოდა, შეხვედრების მიუხედავად კი ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასკვნაში არ ასახა.
