NBA-ში წაგებათა სერია დაასრულა „ტორონტომ“
NBA-ში წაგებათა სერია დაასრულა ტორონტომ. სანდრო მამუკელაშვილმა და თანაგუნდელებმა ფინიქს სანსი 7 ქულიანი სხვაობით 122-115 დაამარცხეს. კანადის გუნდში 16 წუთი ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა, რა დროშიც სანდრომ 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებით და 29 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, დეტროიტ პისტონსს უმასპინძლებს
