9-10 მაისს ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
9-10 მაისს ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საწვრთნელი მოსამზადებელი შეკრების პირველი ეტაპი კი თბილისში გამართეს. კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპ, სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეკრებას უკვე ყაზახეთში, ხოლო წინა საშეჯიბრო მზადების დასკვნით ეტაპს ბათუმში გაივლის. ჩვენს ქვეყანაში კარატეს ევროპის ჩემპიონატი მესამედ ტარდება. უმნიშვნელოვანეს ტურნირს 2016 და 2021 წლებში თბილისმა უმასპინძლა
