ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთის რომელსაც მე დავთანხმდები - წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი
ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთის რომელსაც მე დავთანხმდები, წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ შეთანხმებაზეა საუბარი და რა პირობები შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ირანის წარმომადგენლებს. შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანი უკვე დამარცხებულია, ამავე კონტექსტში მან ზოგიერთი მედია საშუალება გააკრიტიკა, რომლებსაც ტრამპის თქმით, ამერიკული ოპერაციის მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ სურთ
