ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსი მუქარის შემცველ მორიგ ცნობას ავრცელებს
ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსი მუქარის შემცველ მორიგ ცნობას ავრცელებს. სახელმწიფო მედიაში უწყებამ სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ვიდეო მასალა გავრცელა. რომელშიც უზარმაზარი გვირაბი და იქ შენახული დიდი ოდენობით შენახული დრონების მარაგია ასახული. პარალელურად ისლამური რესპუბლიკა იერიშებით დაემუქრა ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს, რომლებიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობენ
