დრონით თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა
დრონით თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა და ხანძრის ლიკვიდირებას სახანძრო სამსახური ცდილობს. თავდასხმის შემდეგ პორტში გემებზე ნავთობის გადაზიდვის ოპერაციების ნაწილი შეჩერდა
