ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩო სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა
ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩო სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. ინფორმაცია ერაყის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადასტურეს, თუმცა მომხდარის დეტალები და ზარალის ხარისხის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. დასავლური მედია კი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მდებარე ვერტმფრენის მოედანზე ჩავარდა. შეერთებული შტატების საელჩო ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარეობს, სადაც ერაყის ყველაზე დაცული სამთავრობო კვარტალი, სახელმწიფო უწყებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული
