ისრაელისა და ჰეზბოლას მიერ ერთობლივი იერიშებისას ისრაელის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე რაკეტა ჩავარდა, შედეგად საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სხვა ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ისრაელისა და ჰეზბოლას მიერ ერთობლივი იერიშებისას ისრაელის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე რაკეტა ჩავარდა, შედეგად საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სხვა ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ირანის მხრიდან დაანონსებული იერიშების გამო კატარში რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. განსაკუთრებით იმ რაიონის დატოვებისკენ მოუწოდეს, სადაც ექვსი ამერიკული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალებია განთავსებული. ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშის შედეგების ამსახველ კადრებს ავრცელებს ამერიკული ცენტრალური სარდლობა და იუწყება, რომ კუნძულზე, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია, 15 ზე მეტი აფეთქება მოხდა. იერიშის სამიზნეში ირანის თავდაცვით ობიექტები, სამხედრო ბაზა ვერტმფრენების ანგარები მოექცა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, თავდასხმისას არც ერთი სანავთობო ობიექტი არ დაზიანებულა
