სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ
სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ. სხვადასხვა პროფილის ექიმები, დაზარალებულებს საჭიროების შემთხვევაში პირველად დახმარებას აღმოუჩენენ. ადგილზეა შესაბამისი სამედიცინო აპარატურაც, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში იმყოფებიან სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან
