სოფელ კურსებში და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ
სოფელ კურსებში და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე პროცესები სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული, თუმცა მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე, მეწყერი პერიოდულად აქტიურდება. სტიქიის ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში. 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო და საგზაო ინფრასტრუქტურა
