„ოცნების ქალაქში“ სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. საცხოვრებლების მომავალ მესაკუთრეებს პრემიერი, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. „ოცნების ქალაქში“ ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა. პროექტის პირველ ეტაპზე კი აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა
