პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული GORBI-ის კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ, პრემიერისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს. გლობალური კვლების მიხედვით, ამერიკის კონტინენტზე ქალების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი - აცხადებს, რომ ღამით მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს. პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ლათინურ ამერიკაში, ამ გლობალურ ფონზე საქართველო მნიშვნელოვანი გამონაკლისია. გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის, ქართველი ქალების 89% ამბობს, რომ თავს დაცულად ან თავდაჯერებულად გრძნობს საკუთარ უბანში დაღამების შემდეგ მარტო სეირნობისას, როგორც აღნიშნულია მნიშვნელოვანი სოციალური მონაპოვარის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ
