„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ხელმომწერ პატრიცია გჟებიკის CV-ისა და საჯაროდ გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით ირკვევა, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან
„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ხელმომწერ, პატრიცია გჟებიკის CV-ისა და საჯაროდ გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით ირკვევა, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან. იურიდიული საზოგადოების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გჟებიკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრია. ასევე, მისი რეგალიე მოიცავს პოლონეთის იურიდიულ მრჩევლობას საერთაშორისო სასამართლოში და პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის საბჭოს წევრობასაც. ის ნახსენებია 2024 წელს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, როგორც მინისტრის საკონსულტაციო იურიდიული კომიტეტის წევრი. პატრიცია გჟებიკი საქართველოში 17-18 თებერვალს იმყოფებოდა, შეხვედრების მიუხედავად კი ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასკვნაში არ ასახა. პრემიერის განცხადებით ანგარიში სიცრუით გაჯერებულია
