ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ვეტერინარებმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ. კანონის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა. პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია კი ხელს შეუწყობს ქუჩაში ახალი, მიუსაფარი ძაღლების გაჩენის პრევენციას. ამავდროულად, დაგეგმილია პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც ცხოველების ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს შეამცირებს
