ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშზე გაბიონი ეწყობა
ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშზე, გაბიონი ეწყობა. სამუშაოებს ზუგდიდის მერი გაეცნო. ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონი 180 მეტრზე ეწყობა. მონაკვეთი დამეწყრილი ზონა იყო და სოფელი ცენტრალურ მაგისტრალს იყო მოწყვეტილი, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. პროექტის ღირებულება 200 ათას ლარამდეა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება
