მარნეულში, წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება
მარნეულში, წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავება, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსებისა და ეკოსისტემის დაცვას. პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულებისაა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით ხორციელდება. რევაზ სოხაძე გაეცნო ქვემო ქართლში მიმდინარე სხვა პროექტებსაც. ბოლნისსა და მარნეულში აშენდა ბაღები და სკოლები ზოგი კი მშენებლობის პროცესშია. დმანისში, ასევე, იწყება ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროექტები
