მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპი - „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებს პრემიერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო
„ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებს პრემიერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ირაკლი კობახიძე შეხვდა ადგილობრივებს, რომლებსაც ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. „ოცნების ქალაქში“ ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა. პროექტის პირველ ეტაპზე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა
