პიტერ სიიარტო: ბალტიის ქვეყნები ზელენსკის ნოტებზე უკრავენ
ბალტიის ქვეყნები, ზელენსკის ნოტებზე უკრავენ, მაგრამ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტის შანტაჟს არ დაემორჩილება, ვერავინ გვიკარნახებს, ვისგან ვიყიდოთ ნავთობი - ამ შინაარსის განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პიტერ სიიარტო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ შერცხვებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს
