ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო
ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო. დაიბომბა რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტები და თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია. ოპერაციის არეალი გააფართოვა ამერიკულმა ძალებმაც. ავიაიერიშის სამიზნეში ირანის კუნძული „ხარგი“ მოექცა. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მორიგი სამიზნე ირანის სანავთობო ინფრასტრუქტურა გახდება, თუ კი თეირანი ისრაელისა და რეგიონის ქვეყნების მიმართა იერიშებსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას გააგრძელებს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და ჰეზბოლამ ისრაელზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში თელ ავივში, ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რიშონ-ლეციონში 7 რაკეტა ჩავარდა შედეგად მთელი რაიონი დაზიანდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ისრაელის პარალელურად ირანი ქუვეითის, ერაყის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით საჰაერო იერიშების შესახებაც იუწყება. ისრაელის სამიზნეში რჩება თეირანიც. ცახალი 200 სამიზნის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და იარაღის წარმოების ობიექტების განადგურებაზე იუწყება
