პოლონელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგა პოლიტიკიდან მიდის
პოლონელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგა პოლიტიკიდან მიდის. კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და ისიც აღნიშნა, რომ მომავალში რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას აღარ აპირებს. ფოტიგა წერს, რომ პოლიტიკური კარიერის დროს მას უნახავს შეცდომები, რომლებსაც პოლონელი, თუ სხვა ქვეყნების ლიდერები უშვებდნენ, რამაც პუტინს „ნეო იმპერიალისტური პოლიტიკის წარმოების საშუალება მისცა, რომლის კულმინაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გახდა“. შეგახსენებთ რომ უკვე ფოტიგა სისტემატურად ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას
