ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ
ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე, ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფედერაციას, ბოლო წლების განმავლობაში, გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან საჩუქრად ,,საჭადრაკო რობოტი" გადაეცა
