გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ, განათლების მინისტრი ამჯერად კახეთში შეხვდა მოსწავლეთა მშობლებს. გივი მიქანაძემ სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწორედ მათ მონაწილეობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოჯახსა და სკოლას შორის თანამშრომლობა და ძლიერი კავშირები განაპირობებს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას
