ხელვაჩაურში გახსნილი იუსტიციის სახლი აჭარაში მე-9 ფილიალია
ხელვაჩაურში გახსნილი იუსტიციის სახლი, აჭარაში მე-9 ფილიალია. ის სრულად ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული და ამიერიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მათთვის საჭირო სერვისებს მაღალი სტანდარტით მიიღებს. პრემიერის განცხადებით, რეგიონში, იუსტიციის სახლის სერვისებით ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა და მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში ახალ სივრცეები გაიხსნება
