20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ
20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ. ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ამონაწერის განახლება, ათიათასობით იურიდიულ პირს ეხება. თუ მეწარმე 1-ელ აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა
