GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ
GORBI-ს გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 8 მარტთან დაკავშირებით ჩატარდა და კვლევის ნაწილი იყო საქართველოც. დოკუმენტის თანახმად, ამერიკის კონტინენტზე ქალების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი - აცხადებს, რომ ღამით მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს. პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ლათინურ ამერიკაში, სადაც ქალების ნახევარზე მეტს დაუცველობის განცდა აქვს. მიგნებები ხაზს უსვამს, რომ საჯარო სივრცეში დაუცველობა კვლავ რჩება ქალთა ავტონომიისა და მობილობის სტრუქტურულ ბარიერად მთელ რეგიონში.ამ გლობალურ ფონზე საქართველო მნიშვნელოვანი გამონაკლისია. გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის, ქართველი ქალების 89% ამბობს, რომ თავს დაცულად ან თავდაჯერებულად გრძნობს საკუთარ უბანში დაღამების შემდეგ მარტო სეირნობისას, რითაც საქართველო გლობალური რეიტინგის სათავეში ხვდება. როგორც აღნიშნულია ეს მნიშვნელოვანი სოციალურ მონაპოვარია, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი
